7/27/2017

«ექიმი ჟანგბადი»


ცნობილია, რომ ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. გაერთიანებული კომპანია Faberlic-ის მეცნიერების მიერ შექმნილი ჟანგბადის კოსმეტიკის გარეშე კი – სილამაზე და ახალგაზრდობა. ჟანგბადი აუცილებელია კანისათვის, რათა ორგანიზმს გააჩნდეს უჯრედების განახლების და სიბერის წინააღმდეგობის უნარი. 
ნებისმიერი კოსმეტიკის ამოცანა ესთეტიური პრობლემების კომპენსაციაა. ასეთივე ამოცანა დგას Faberlic-ის წინაშეც, მაგრამ მისი გადაწყვეტის ხერხები აქ პრინციპულად განსხვავებულია. 




განგიმარტავთ. კანის ზედა შრე, ეპიდერმისი, ვალდებულია ახლდებოდეს, მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული კანის გარეგნული იერი. მაგრამ დროთა განმავლობაში (დაახლოებით 20 წლის ასაკიდან) იგი ამას აქტიურად აღარ აკეთებს. წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც მიდის ქვედა ბაზალურ მემბრანასთან და ეპიდერმისის ჩანასახოვან შრესთან, ცილდება მას. ეპიდერმული შეერთება ფართოვდება და სისხლძარღვები ვეღარ აწვდის კანს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს. ამის შედეგად კანში ნელდება კოლაგენის – ფიბრილარული ცილის, დერმის საფუძველის – გამომუშავება. კანი კარგავს სიმკვრივეს, ბერდება, ჩნდება ნაოჭები. 



საერთოდ, ბიოლოგიური რეაქციების შენელების პროცესები უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ჟანგბადის უკმარისობასთან. ძირითადად ორგანიზმი ზრუნავს, რომ ჟანგბადით მოამარაგოს ტვინი, გული, ღვიძლი და სხვა ორგანოები. კანი კი – პერიფერიული ორგანოა და ჟანგბადი მას უკანასკნელ რიგში მიეწოდება. ამიტომაც თანამედროვე ქალბატონის კანს ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადი.

ჩვენ სულ ვიმეორებთ «ჟანგბადი», «ჟანგბადის კოსმეტიკა». ჟანგბადი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ – გაზია, ეს გასაგებია. მაგრამ რა არის ჟანგბადი კრემში, როგორ ხვდება იქ და შემდეგ კანში?
ჟანგბადის კოსმეტიკა თავად ჟანგბადს კი არ შეიცავს, არამედ  პერფტორნახშირბადის (პფნ) ემულსიას, რომელიც უფრო ცნობილია კომერციული სახელწოდებით Aquaftem. რუსეთის და დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მის კანზედა გამოყენებაზე ყველა პატენტი Faberlic-ს ეკუთვნის. 

Aquaftem-ს შესწევს  საოცარი უნარი მიიტაცოს და შეინარჩუნოს ჟანგბადის 40 მოცულობითი პროცენტი. Aquaftem (პფნ) – ეს არის «გამტარი» ან «ტრანსპორტი». მას ძალუძს მიაწოდოს ჟანგბადი და ნებისმიერი სასარგებლო ნივთიერება კანის სიღრმისეულ ფენებს. 

გარდა ამისა ჟანგბადი მონაწილეობს კრემის შემადგენლობაში შემავალი ყველა სასარგებლო დანამატის საბოლოო შეთვისებაში. თუკი პფნ ემულსიის შემცველ კრემს გახსნით და დატოვებთ ჰაერზე, რამოდენიმე ხანში იგი აქაფდება. ეს ნიშნავს, რომ პფნ იზიდავს ჟანგბადს ჰაერიდან. კომპლექსის Aquaftem კანზე დატანისას იგივე ხდება – იგი იტაცებს ჟანგბადს და აწვდის მას კანის სიღრმისეულ ფენებში. არავითარი მაგია. არავინ არანაირ «ჰაერს» კრემში არ ურევს.

კანი თავად, პფნ-ის გარეშეც იღებს ჟანგბადს ჰაერიდან, მაგრამ სადღაც იმ რაოდენობის 3-5%-ს, რაც მას ესაჭიროება. მით უმეტეს, რომ ჰაერში საკმარისი ჟანგბადი ყოველთვის არ არის. ნორმის ფარგლებში ის უნდა იყოს არანაკლებ 21%, მაგრამ მსხვილ მეგაპოლისებში ეს ციფრი შეიძება შემცირდეს 14-15%-მდეც... 

ეს არ არის საკმარისი, ჟანგბადი ხომ ყველა ფიზიოლოგიური პროცესის უძლიერესი კატალიზატორი და აქტივატორია, მისი დაწვისას უჯრედის მიტოქონდრიებში გამოიყოფა ადენოზიტრიფოსფორმჟავა (ატფ), ორგანიზმში ენერგიის უნივერსალური წყარო. ატფ-ის მოლეკულების გარეშე არაფერი არ ხდება: არ შენდება ცილები კანში, არ სინთეზირდება კოლაგენი, არ წარმოიქმნება გიალურონის მჟავა. 

ჟანგბადის უკმარისობისას გლუკოზის ერთი მოლეკულიდან წარმოიქმნება მხოლოდ 4 მოლეკულა ატფ, ხოლო როდესაც ჟანგბადი საკმარისია, წარმოიქმნება 21 მოლეკულა ატფ. გრძნობთ განსხვავებას? ჟანგბადი კანისთვის აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ ნორმალურად მიმდინარეობდეს ყველა ფიზიოლოგიური პროცესი, რომ ორგანიზმს შესწევდეს უჯრედული სტრუქტურის განახლების ძალა და სიბერის წინააღმდეგობა. ბუნების წინაშე ხომ არ დგას ამოცანა - შეუნარჩუნოს ქალს მომხიბვლელობა 50 წლის შემდეგ, Faberlic-ს კი ზუსტად ეს მიზანი ამოძრავებს, ამიტომ უნდა ვებრძოლოთ ამ უსამართლობას ჟანგბადის კოსმეტიკის დახმარებით. 
აი რას გვიჩვენებს Faberlic-ის კვლევები. განსხვავებული ტიპის კანის მქონე სხვადასხვა ასაკის ქალები – ჩვეულებრივ ქალები, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და გააჩნიათ ,ასე ვთქვათ, მავნე ჩვევები (ძილის ცუდი რეჟიმი, მოწევა, ხშირი ავიაგადაფრენები),  მათ კანში გაზომეს ჟანგბადის შემცველობა. ექსპერიმენტის მონაწილეებში შეინიშნებოდა კანში O2 პარციალური წნევის მნიშვნელოვანი შემცირება. თუ ასეთ კანზე დავიტანთ Aquaftem შემცველ კრემს, ჟანგბადის პარციალური წნევა უმალ მატულობს მანამ, სანამ არ მიღწევს გარკვეულ ოპტიმუმს. კანში ჟანგბადის ნორმალური დონის მქონე ადამიანებშიც შეინიშნებოდა ამ მაჩვენებლის ზრდა, მაგრამ არა ნორმაზე მაღლა. 

რაზე მიანიშნებს ეს? თუნდაც თქვენ 20 წელს მიტანებული არ ხართ და ცხოვრობთ, მაგალითად, ზღვასთან ახლოს, ჟანგბადის კოსმეტიკის გამოყენებით კანის მდგომარეობა არ გაუარესდება – ზედმეტ ჟანგბადს კანი არ აიღებს. 

ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია, რისკის გარეშე, ვარეგულიროთ სიბერის ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობა, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის უკმარისობასთან. რაც შეეხება ტრადიციული კოსმეტიკის მწარმოებლებს, ისინი უბრალოდ ამატებენ კრემში კოლაგენის იმიტაციის შემქმნელი პეპტიდების ფრაგმენტებს იმ იმედით, რომ შეავსებენ «ჩავარდნებს». მაგრამ ეს არის ბრძოლა შედეგთან, და არა მიზეზთან. სანამ ასეთი კრემი არის სახეზე, ქალი ნამდვილად ახალგზრდად გამოიყურება. მაგრამ კოლაგენის გამომუშავების მექანიზმის მოწესრიგება ამით არ ხდება, პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ გარეგნულია. შესაბამისად, როდესაც კრემს ჩამოიბანთ, ყველაფერი ისევ ბრუნდება.
ჟანგბადის კოსმეტიკა დღესდღეობით ახალგაზრდობის დაცვის ყველაზე სრულყოფილი მექანიზმია. იგი უბრალოდ აწვდის კანს ყველაფერ აუცილებელს, ანიჭებს მას ძალას, რათა დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, უშუალოდ რა და როგორი კომბინაციით ესაჭიროება მას დროის გარკვეულ მომენტში, ამაშია ჩვენი კოსმეტიკის პრინციპული განსხვავება – იგი საშუალებას აძლევს კანს არამარტო გამოიყურებოდეს ახალგაზრდად და ჯანსაღად, არამედ იყოს ასეთი.

მარადიული ახალგაზრდობა შეუძლებელია იმიტომ, რომ  დროთა განმავლობაში თითოეულ ჩვენთაგანში გროვდება გენეტიკური დეფექტები. და დნმ-ის ცალკეული უბნები უბრალოდ «ითიშება», და აღარ აკონტროლებს ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პროცესებს. გენეტიკურ მექანიზმში ჩარევა კოსმეტიკური პრეპარატების მეშვეობით კი უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომაც არიან ადამიანები მოკვდავნი. 

მაგრამ არსებობს სიბერის დამაჩქარებელი კიდევ მრავალი ფაქტორი, – მზის გამოსხივება, დაბინძურებული ატმოსფერო, ჰორმონალური რხევები, სტრესი და მრავალი სხვა. დღის მანძილზე კანზე მრავალი ასეთი იერიში ხორციელდება. დილიდან მის უჯრედებს ესაჭიროება დაცვა თავისუფალი რადიკალების ნაკადისაგან, დღისით – სტრესისაგან, საღამოს კი მას «სარემონტო სამუშაოები» აქვს. იმის ამოცნობა, თუ რა ესაჭიროება კანს მოცემულ კონკრეტულ მომენტში, არავის ძალუძს.




მეცნიერება ადგილზე არ დგას. Faberlic ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვმუშაობდა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესის რეგულირების შესაძლებლობაზე. დიდხანს ეძებდენ ინგრედიენტს, რომელიც გავლენას მოახდენს კონკრეტულ ფერმენტზე, NO-ს (აზოტის მონოოქსიდის) გამოყოფის გზით და დაარეგულირებს სისხლის მიმოქცევას კონკრეტულად კანში. 

შედეგად აღმოაჩინეს ასეთი ფერმენტი: პოლისაქარიდი DST-H აღმოჩენილ იქნა ველურ იაპონურ წყალმცენარეში. აღმოჩნდა, რომ მას შეუძია მიკროცირკულაციის პროცესების გაკონტროლება. Faberlic-ის  აღმოჩენა ბევრ რამეში ეფუძნებოდა 1998 წელს ორი ამერიკელი მეცნიერის მიერ ჩატარებულ კვლევას, რისთვისაც მათ მიიღეს ნობელის პრემია. მათ შეძლეს და დაადგინეს ცხოველებსა და ადამიანებში სისხლის მიმოქცევის რეგულირების ფიზიოლოგიური პროცესი. 
მაგრამ ეს მექანიზმი არასდროს არ გამოყენებულა კანზე და კოსმეტიკაში. Faberlic-მა გარღვევა მოვახდინა. ამან მისცა საშუალება განეცხადებინა, რომ ჩვენ ვაწვდით კანს ჟანგბადს გარედანაც და შიგნიდანაც. 
Faberlic-ის მომდევნო ამოცანაა – იპოვოს მესამე ინგრედიენტი, რომელიც არამარტო დაარეგულირებს სისხლის მიმოქცევას პფნ-ის მსგავსად, არ გააუმჯობესებს მიკროცირკულაციას DST-H მსგავსად, არამედ კიდევ ხელს შეუწყობს ჟანგბადის შეთვისებას დანაკარგის გარეშე. თავისებური გასაღები, რომელიც გააღებს მიტოქონდრიის საკეტს და ჟანგბადს მისცემს 100%-ით შეთვისების საშუალებას. ეს კოლოსალურად გაზრდის ჟანგბადის კოსმეტიკის ეფექტურობას!

რიმა კორნეევა: ერთხელ ჩვენი მძღოლი აგარაკზე კაფავდა დიყს – ძალზე მომწამვლელ მცენარეს, რომელიც იწვევს კანზე ქიმიურ დამწვრობას. ხელები სრულიად დაეფარა დამწვრობის წყლულებით. მან გამოიყენა ჩვენი ბალზამი-სუპერაქტივი «ორმაგი სუნთქვა», და ყველაფერი შეუხორცდა სულ რაღაც 2 დღეში. გასაკვირი არცაა: Novaftem-O2, ანუ ჟანგბადის და აზოტის ოქსიდის შეხამება იწვევს ჭრილობის ნაწიბურიდან ქსოვილის სწრაფ ზრდას და იგი მალე ხორცდება. ასევე დამწვრობაც. საერთოდ, კანის აღდგენის ნებისმიერი პროცესი შესამჩნევად ჩქარდება, თუ იყენებთ ჟანგბადის კოსმეტიკას. თანაც ხორცდება ჭილობები, დამწვრობები, ღრმა იარებიც კი.

ჟანგბადის კოსმეტიკის გამოყენება ძალზე რეკომენდებულია დიაბეტით ავადმყოფებისათვის. მათ ყოველთვის აქვთ დარღვეული სისხლის მიკროცირკულაცია. ყველასთვის, ვისაც აქვს ეგზემები, დერმატიტები, ტროფიული წყლულები. რა თქმა უნდა, აუცილებელია ძირითადი თერაპია, მაგრამ ჟანგბადის კოსმეტიკა ასეთი კანისთვის ძალიან კარგი მხარდაჭერაა. სხვათაშორის, Novaftem-O2 შედის ახალგაზრდა კანის სერიის ყველა პრეპარატში, ამიტომაც უმკლავდება ის შესანიშნავად ისეთ პრობლემას, როგორიც მუწუკებია.


Faberlic-ის ჟანგბადის კოსმეტიკის გამოყენებით შეგიძლიათ «დაზოგოთ» ახალგაზრდობის 10 წელზე მეტი. ჟანგბადის კოსმეტიკის პრეპარატები აღადგენს წონასწორობის წერტილს – ჰომეოსტაზს, რათა ორგანიზმიმა იცხოვროს და იგრძნოს თავი ნორმალურად. ასაკთან ერთად გენეტიკური დეფექტები იწვევს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმისთვის სულ უფრო და უფრო რთულდება ამ მდგომარეობაში დაბრუნება. ჩვენ ვქმნით კოსმეტიკას, რომელიც კანს აბრუნებს ჰომეოსტაზის მდგომარეობაში. მას აქვს საკუთარი რეზერვი და ჩვენ ვეხმარებით კანს მის გამოყენებაში, რათა უზრუნველყოს წონასწორობა.


ისტორია

60-იანი წლების დასაწყისი. იდეის აღმოცენება, რომ პერფტორნახშირბადების ემულსია შესაძლებელია იყოს ცოცხალი არსებების სუნთქვის გარემო.

70-იანი წლების შუაგულიპფნ-ის თვისებების აქტიური კვლევები მიმდინარეობს აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიასა და ჩინეთში.

80-იანი წლების დასაწყისი. «ჟანგბადის რბოლაში» საბჭოთა კავშირი ერთვება. პუშინოში არსებული ბიოფიზიკის ინსტიტუტი ფელიქს ბელოიარცევის ხელმძღვანელობით ავითარებს პერფტორანს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც «ცისფერი სისხლი».

90-იანი წლების შუაგული. «ცისფერი სისხლი» ოფიციალურად დარეგისტრირებულია. გაყიდვაში გამოდის «პერფტორანი», რომლის გამოყენებას იწყებენ კოსმეტიკაში.

90-იანი წლების ბოლო. Faberlic იძენს ყველა უფლებას პფნ-ის შემცველი კოსმეტიკის წარმოებაზე.

ახლანდელი დროFaberlic-ს ეკუთვნის პფნ-ის (აკვაფტემის) კანზედა გამოყენების ყველა უფლება რუსეთის და ყოფილი დსთ-ს ქვეყნების ტერიტორიაზე.

მინდა ვისარგებლო 20% ფასდაკლებით ჟანგბადის კოსმეტიკაზე 



https://faberlic.com/index.php?option=com_flform&idform=514&idperson=2912491