პროდუქციის შესახებ






ჟანგბადის კოსმეტიკა - თანამედროვე მეცნიერების ნამდვილი მიგნებაა. თავისი თვისებებით და მოქმედებით ის მინიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი კოსმეტიკისაგან, მისი ინოვაციური ფორმულა ხომ სასარგებლო ნივთიერებებს უფრო ეფექტურს ხდის. 


კომპანია Faberlic აწარმოებს კარგ, ხარისხიან პროდუქციას, მაგრამ უბრალოდ ხარისხიანი კოსმეტიკა დრეს იშვითობას არ წარმოადგენს. Faberlic-ის კოსმეტიკის პრინციპული განსხვავება და უპირატესობა იმაშია, რომ ის შეიცავს უნიკალურჟანგბადის "ტრანსპორტს" Aquaftem და მის საფუძველზე სხვა დაპატენტებულ კომპლექსებს.


Faberlic საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს ჟანგბადის კოსმეტიკის თემაზე, ჩატარდა დიდი რაოდენობის კვლევები და დამტკიცდა, რომ ჩვენს დროში არახელსაყრელი ეკოლოგიის და ჟანგბადის დეფიციტის პირობებში  სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც შედიან ამა თუ იმ კოსმეტიკის შემადგენლობაში, არასაკმარისად შეითვისება კანის მიერ, იმიტომ რომ მათ ასათვისებლად საჭიროა ენერგია, ანუ  ჟანგბადი. 


ჟანგბადის წვისას უჯრედის მიტოქონდრიებში წარმოიქმნება ატფ, ადენოზინტრიფოსფორმჟავა - ეს არის ზუსტად ის ენერგია. სასარგებლო ნივთიერებების რაღაც რაოდენობა იმუშავებს, თუნდაც არასაკმარისი ჟანგბადის შემთხვევაში, მაგრამ მათი ეფექტურობა ამ შემთვევაში ნაკლებია. 


სიტუაციას ისიც ართულებს, რომ 20 წლის ასაკის შემდეგ ადამიანს ეწყება კანის ოქსიგენაციის დარღვევა (ჟანგბადით მომარაგება). 
კანში ჟანგბადის ძირითადი მოცულობა ძირითადად სისხლძარღვებიდან და მცირე მოცულობა კი თავად კანის საფარიდან. თუ არ ჩავუღრმავდებით მეცნიერულ წვრილმანებს, ჟანგბადი უზრულველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს, ხოლო კანი ჟანგბადით მარაგდება ნარჩენების პრინციპით. 


როცა კანი აღწევს მორფოლოგიური სიმწიფის სტატუსს, იწყება უკუათვლა, ანუ დაბერება. და მას არ ყოფნის ჟანგბადი ამ ბოროტებასთან საბრძოლველად. ანის ჟანგბადით უზრუნველყოფის პრობლემა უნდა გადაწყვიტოს კოსმეტიკამ.



უწყვეტი კვლევების საფუძველზე ხდება  Faberlic-ის ახალი პროდუქტების ტესტირება აღნიშნულ თვისებეზე, კერძოდ თუ როგორ აუმჯობესებს ჟანგბადის კოსმეტიკა კანის ჟანგბადით მომარაგებას, ასევე სასარგებლო ნივთიერებების ასთვისებას და დაკვირვება Aquaftem-ის მოქმედებაზე.


ჩატარდა კვლევა მოხალისეების მონაწილეობით იმის დასამტკიცებლად, რომ Faberlic-ის კოსმეტიკა მართლაცდა უზრუნველყოფს კანს ჟანგბადით. ეს იყო კვლევა Aquaftem-ის შემცველი კოსმეტიკური საშუალებებით და მოწმდებოდა კანში ჟანგბადის წნევა სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით, რომელიც ზომავს აირთა ცვლას - ოქსონომეტრით.  ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ კანში დარღვეული ოქსიგენაცია, ანუ დაქვეითებული ჟანგბადის ძაბვა, ის იზრდებოდა Aquaftem-იანი კოსეტიკის მოხმარების შემდეგ. ცვლილებები მოხდა იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ჰქონდათ ნორმალური ოქსიგენაცია, მაგრამ ნორმის ფარგლებში - უმნიშვნელოდ გაიზარდა ჟანგბადის ძაბვა.


რაზე მეტყველებს ეს? თუ თქვენს 20 წელზე უმცროსი ხართ და ცხოვრობთ ზღვასთან, ჟანგბადის კოსმეტიკის მოხმარებით კანი არ გაუარესდება - კანი არ მიიღებს ზედმეტ ჯანგბადს. 

Faberlic-ის ლაბორატორია დაკავებულია კოსმეტოლოგიაში ახალი ტერმინის "კანში ჟანგბადის ბალანსი" შემოტანით. გარდა ამისა, მსგავსი კვლევების საფუძველზე გაირკვა, რომ Aquaftem მნიშვნელოვნად ზრდის კოსმეტიკის მზისგან დამცავ ფაქტორს და უშუალოდ აძლიერებს UVA სხივებისაგან დაცვას. სწორედ ეს სხივებია დამნაშავე ფოტოდაბერებაში და სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის კანის კიბოს წარმოქმნაში. 

განსაკუთრებულად დადებითი ეფექტი, რომელსაც იძლევა მზისგანდამცავი ფილტრები Aquaftem-თან შეთავსებით გახდა ის მიზეზი, რომ კომპანია Faberlic დაიწყო მზისგან დამცავი ხაზის წარმოება. 

UVA-ფილტრების მოცულობის გაზრდა კოსმეტიკაში პანაცეას არ წარმოადგენს, ამასთან ისინი დიდი რაოდენობით არც თუ ისე სასარგებლოა. მაგრამ რეცეპტურაში Aquaftem-ის დამატებით, არსებითად გაუმჯობესებულია კანის დაცვა მზის მავნე გამოსხივებისაგან  რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც. 


რას წარმოადგენს Aquaftem?

Aquaftem - არის დაპატენტებული ელემენტი, პერფტორნახშირწყლების მიკროემულსია, შეიძლება ითქვას ნანოემულსია იმიტომ, რომ ნაწილაკების ზომაა 200 ნანომეტრი.

ნანოტექნოლოგიები ახლა, როგორც ცნობილია, მოდაშია და მეცნიერებაში პერსპექტიული თემაა, და კოსმეტოლოგიის გადმოსახედიდან  Faberlic-მა დაიწყო ჯერ კიდევ 15 წლის წინ.


 FABERLIC-ის კოსმეტიკაში პერფტორნახშირწყლების მიკროემულსიის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ რთულია. მისი მიღება ხდება მაღალი წნევის გომოგენიზატორი მოწყობილობის მეშვეობით.  საქმე იმაშია, რომ პერფტორდეკალინი (ძირითადი კომპონენტი Aquaftem-ის) პრაქტიკულად შეუძლებელია შეიყვანო კოსმეტიკაში: ის წყალზე ორჯერ მძიმეა და ამიტომ მაშინვე ვარდება შემადგენლობიდან. მაღალი წნევის გომოგენიზატორის წყალობით ხდება ამ ნივთიერებების კოსმეტიკასთან შეერთება. ეს მარალტექნოლოგიური პროცესია, მისთვის მოწყობილობა გაკეთდა დაკვეთით სპეციალურად Faberlic-თვის. ის სამედიცინო პრეპარატის პერფტორანის, ცნობილი "ცისფერი სისხლის" საწარმოებლად  შეიმუშავეს. 

FABERLIC-ის აღჭურვილობა ცოტათი განსხვავდება სამედიცინოსგან იმიტომ, რომ აქ ხდება Aquaftem-ის დიდი რაოდენობით წარმოება, ვიდრე იწარმოება პერფტორანი. ბუნებრივია, რთულია თავად ტექნოლოგიაც, დიდი ხანი ხდებოდა მისი ათვისება, შესწავლა. მხოლოდ მარალი წნევის გომოგენიზატორის ქონა არ ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია აწარმოოს Aquaftem, რადგან თავად წარმოებაში არის ზოგიერთი ხრიკი.

იდეა ჟანგბადის კოსმეტიკის შესახებ დროსთან ერთად ვითარდება. ბაზას ემატება ახალი ინგრედიენტები. Aquaftem-ის შექმნის შემდეგ გაჩნდა Aquaftem Protect, რომელშიც დამატებულია ძლიერი ანტიოქსიდანტი პროპილფენოლი.

მისი ანტოქსიდანტური თვისებები მაღალია ტოკოფეროლთან -  E ვიტამინთან შედარებით. ამის შემდგომ  Aquaftem შეურიეს ეთერზეთებსაც. ამ დროს ხდება სინერგიზმი - 2 ან მეტი ნივთიერების ერთდროული მოქმედებით ძლიერდება ეფექტი ცალკეულ მოქმედებასთან შედარებით. 

შემდეგ გამოჩნდა ახალი ინგრედიენტი – Novaftem-О2. გარდა Aquaftem მას დაემატა ამინომჟავა P-არგინინი და ნატრიუმის სულფატის დექსტრანი, ანუ DST-H, – წყალმცენარეებისგან მიღებული პოლოსაქარიდი.ის ასტიმულირებს აზოტის ოქსიდის სინთეზს. ამ კომპონენტს აწვდის იაპონური ფირმა Nikko Chemicals Co. 



აი, ასე წარმოიქმნება "ორმაგი სუნთქვის" ეფექტი ჩვენი Novaftem-О2 შემცველი კოსმეტიკის მოხმარებით. კანის ჟანგბადიტ მომარაგების 2 გზას ვიყენებთ: Aquaftem-ის საშულაებით ვაძლიერებთ კანის მსუნთქავ ფუნქციას და DST-H-ის წყალობით ვააქტიურებთ ლოკალურ მიკროცირკულაციას. 

Aquaftem მოქმედებს ეპიდერმისის უჯრედების ზრდის ფენაზე, შედეგად უჯრედები იღებენ მეტ ჟანგბადს და წარმოშობენ ჯანსაღ "თაობას". ხოლო DST-H აღწევს კანის სიღრმეში და მოქმედებს სისხლძარღვების რეცეპტორებზე. ხდება აზოტის ოქსიდის გამოდევნა, სედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და სისხლისმიმოქცევა ძლიერდება. 

აზოტის ოქსიდი NO არეგულირებს სისხლისმიმოქცევას მთელ ორგანიზმში, მათ შორის კანშიც. 1998 წელს სამ ამერიკელ მეცნიერს – რობერტ ფორჩგოტს, ფერიდ მიუერდუს და ლუის იგნაროს - მიანიჭეს ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში და მედიცინაში აზოტის ოქსიდის როლის, როგორც გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მოლეკულა სიგნალი აღმოჩენაზე. ეს გახდა ახალი მეცნიერული მიმართულების დასაწყისი "აზოტის ოქსიდოს ბიოლოგია", რაზეც თანამედროვე მეცნიერები დიდ იმედებს ამყარებენ. 

Novaftem-О2 ეფექტი საინტერესო გახდა ანტიცელულიტურ პროგრამებშიც. როგორც უახლოეს კვლევებში აღმოჩნდა Novaftem О2-თან ერთად ისინი თავიანთ ამოცანას ბევრად უკეთ ასრულებენ, სისხლის მიკროცირკულაციის გაძლიერების და კანში აქტიური ნივთიერებების მიწოდების წყალობით.

ის ნივთიერებები, რომლებმაც უნდა დაშალონ ცხიმის ფენა, უკეთ აღწევენ იქ, სადაც ეს საჭიროა - და ცელულიტთან ბრძოლა მიმდინარეობს ბევრად ეფექტურად. 


ჟანგბადის კოსმეტიკის პერსპეტტივები ბაზარზე
ჟანგბადის კოსმეტიკის წარმოების უფლებასთან დაკავშირებით FABERLIC-ს ხელში აქვს უნიკალური სამეცნიერო შესაძლებლობები. ჯერ ერთი, ბაზაა თავისთავად უნიკალური - ჟანგბადის კოსმეტიკა.  

მეორეც, ნებისმიერი სენსაციური ნივთიერება, რომელიც ვლინდება კოსმეტიკურ ბაზარზე, იგივე  RALA (R-ალფალიპიდური მჟავა), ჟანგბადის კოსმეტიკასთან ერთად მუშაობენ ბევრად უკეთესად, ვიდრე ცალკე აღებული. 


Aquaftem თავისი თვისებების წყალობით კოსმეტიკას ეხმარება სასარგებლო ნივთიერებების კანის საფარდან ეპიდერმისის უფრო ღრმა ფენებში მიწოდებაში. კანზე აქტიური ნივთიერებების წასმის ეფექტის გადმოსახედიდან შედარებაც არ შეიძლება ჩვენს მექანიზმთან.


ანუ, თუკი ხვალ ან რამოდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება ახალი რევოლუციური ნივთიერებები, რომლებიც გაასწორებენ ნაოჭებს და დაგიბრუნებთ ახალგაზრდობას, მაშინ მათი დამატებით პერფტორნახშირწყლების მიკროემულსიან ჟანგბადის კოსმეტიკაში, ჩვენ ისევ აღმოვჩნდებით ყველასთან შედარებით  ერთი ნაბიჯით წინ. რადგანაც Aquaftem ამ ნივთიერებებს მიაწვდის კანის ზედაპირიდან იქ სადაც ისინი საჭიროა. უბრალოდ შეუძლებელია ჩვენს დროში მოიგონო რაიმე, რაც დაუპირისპირდება  Aquaftem-ს.

კომპანია FABERLIC-ს, მის მეცნიერული კვლევების ცენტრს, აქვს საკუთარი ესთეტიური პოზიცია - მკაცრად დაცვადი კოდექსი კოსმეტიკაში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების კოსმეტიკაში გამოყენებასთან მიმართებაში.  
Faberlic-ში ახალი რეცეპტურების დამუშავებისას ხდება ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით მიღებული კონცენტრაციის და ნივთიერებების შეფარდებითობის ნორმების დაცვა, მისდევენ ყველაზე მკაცრ ნორმებს. 


რაც შეეხება პროდუქციის კონსერვაციას - ვარგისიანობის ვადა მითითებულია 18 თვე, თუმცა კანონით ეს შეიძლება იყოს 3 წელი. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კონსერვანტების კონცენტრაცია არის ძალიან დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა უზრუნველყოფს კოსმეტიკის შენახვას. 




                                                                             11 ფაქტი ჟანგბადის შესახებ 


ჟანგბადი ჰაერზე მძიმეა. თუ სასწორეზე ავწონით ცარიელ ჭიქას, ხოლო შემდეგ მილით ავავსებთ ჟანგბადით, წონასწორობა დაირღვევა.


ჯანგბადს შეუძლია იყოს როგორც აირის მდგომარეობაში, ასევე თეხვადი და მყარიც კი. თხევადი ჟანგბადი - მოძრავია, ღია ცისფერი სითხეა, რომელიც დუღდება -183°C. მყარი ჟანგბადი კი ცისფერი კრისტალებივით გამოიყურება, დნება უფრო მეტად დაბალ ტემპერატურაზე -218,7°C.

პლანეტა დედამიწის ყველა მცენარე წლის განმავლობაში წამოშობს 300 მლრდ ტონა ჟანგბადს.


ჟანგბადის უკმარისობას იწვევს დათრგუნული ემოციები, – ასე მიიჩნევენ მეცნიერები. ძლიერი ემოციების გამოხატვის შინაგანი აკრძალვისას ადამიანის სუნთქვა ხდება წყვეტილი და ზედაპირული. 

ადამიანი, როგორც ბიოლოგიური სახეობა ფორმირდებოდა, როცა დედამიწაზე ჟანგბადის კონცენტრაცია ატმოსფეროში აღწევდა 38-40%.

დღე-ღამეში ჯანმრთელი ადამიანი მშვიდ მდგომარეობაში ფილტვებით ატარებს 7200 ლ ჰაერს, უკუდაბრუნების გარეშე ჰაერდან იღებს 720 ლ ჟანგბადს.
თანამედროვე ატმოსფეროში ჟანგბადის შემცველობა – 21%.
მსხვილ ქალაქებში ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება  17-18%-მდე, ხოლო არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისას 12-15%-მდე. ჟანგბადის უკმარისობას ადამიანი გრძნობს როცა ის ატმოსფეროში  18%-მდეა. ხოლო სიცოცხლისთვის კრიტიკულ ზღვარია 7%.


ჰიპოქსიის (ჟანგბადის უკმარისობის) ძირითადი ნიშნები: სისუსტე, მალე დაღლა, ცუდი ძილი, მახსოვრობის დაქვეითება, თავის ტკივილები, პოტენციის დაქვეითება, ხშირი ინფექციები, დეპრესული მდგომარეობა. 

მცნება «სმოგ» გამოიგონეს ლოს-ანჯელესში (აშშ) 70-იანი წლების ბოლოს, დააკავშირეს რა ორი ინგლისური სიტყვა «კვამლი» (smoke) და «тნისლი» (fog). მაშინ ლოს-ანჯელესი ითვლებოდა "სმოგის დედაქალაქად". დღეს მას გაუსწრეს მეხიკომ და თეირანმა. 


ყოველ დღე 75-85 მლნ ავტომობილი აფრქვევს დედამიწის ატმოსფეროში დიდი რაოდენობით დამაბინძურებელ ნივთიერებებს - გამონაბოლქვ აირებს. დაახლოებით  250 000 ტონა ნახშიროჟანგს,  25000 ტონა ნახშირწყალბადებს,100 000 ტონა გოგირდის დიქსიდს. ყველა ეს ნივთიერება ადამიანისთვის არის სასიკვდილო შახმი.რეაქტიულ თვითმფრინავებსაც შეაქვთ თავისი წილი დამაბინძურებელი ნივთიერებები, წვავენ წუთში ათასობით ტონა საწვავს. უფრო მეტიც, ერთი გადაფრენზე ევროპიდან ამერიკაში თვითმფრინავი წვავს 10 ტონა თხევად ჟანგბადს.




დარეგისტრირდი და მიიღე 20% ფასდაკლება ჟანგბადის კოსმეტიკაზე.