
ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყველა მდგარა პარფიუმერულ მაღაზიაში რთული არჩევანის წინაშე - რა ვიყიდო? ათი სატესტო ფირფიტის დაყნოსვის, რამოდენიმე ყლუპი ყავის და ბევრი ეჭვის შემდეგ - თქვენ მაინც ვერ მიიღეთ გადაწყვეტილება პარფიუმთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა თქვენს წინაშე სხვა დილემა დგას - როგორი კონცენტრაციით შეიძინოთ ის? სუნამო, პარფიუმერული წყალი (ტუალეტის სუნამო), ტუალეტის წყალი, ოდეკოლონი... რა ავირჩიო? სინამდვილეში აქ სხვაობა არც თუ ისე ცოტაა და არა მხოლოდ ფასში.
პარფიუმერიის ყველა სახეობა ძირითადად შედგება არომატული კონცენტრატისაგან, წყლისა და სპირტისაგან, მხოლოდ ამ სამი კომპონენტის შეფარდებითობით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან. პარფიუმერიის შემადგენლობაში დაშვებულია ანტიოკქიდანტების და საღებავების მცირე რაოდენობა, რომლებიც გავლენას არ ახდენენ პარფიუმის არომატზე. არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია პარფიუმერიის სხვადასხვა სახეობაში სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება, მაგრამ ყოველთვის მერყეობს განსაზღვრულ ფარგლებში.
სუნამო - Parfum თუ Parfume
სუნამო (Parfum (ფრანგ.) ან Perfume (ინგლ.)) - არის პარფიუმერიის ყველაზე ძვირფასი, ყველაზე კონცენტრირებული და ყველაზე მდგრადი სახეობა, რეკომენდებულია მისი გამოყენება საღამოს და წლის ცივ დროში. სუნამოებს მკვეთრად გამოხატული შლეიფი - საბოლოო ნოტები აქვთ. ამიტომ, დილის საათებში და სიცხეში, გაძლიერებული სუნელ-სანელებლიანი და მძიმე არომატის სუნამო უმჯობესია არ გამოიყენოთ. სუნამოში არომატული ნივთიერებების შემცველობა 20-დან 30%-მდე მერყეობს, საშუალოდ შეადგენს 23%-ს 90% სპირტში.
სიტყვამ მოიტანა და საკმაოდ ხარისხიანი ფრანგული პარფიუმერია შეგიძლიათ შეიძინოთ ლიცენზირებული პარფიუმერიის ინტერნეტ-მაღაზიაში:
⬇⬇⬇⬇⬇⬇
ინტერნეტ-მაღაზია
პარფიუმერული წყალი თუ ტუალეტის წყალი - Eau De Parfum (შემოკლებით EDP)
პარფიუმერული წყალი (Eau De Parfum), ასევე გამოიყენება ტერმინი ტუალეტის სუნამო - არომატული ნივთიერებების შემცველობიტ არის სუანმოსა და ტუალეტის წყალს შორის 11-20% სურნელოვანი ნივთიერებებია 90% სპირტში. პარფიუმერუ წყალს კიდევ დღის სუნამოს უწოდებენ. მისი გამოყენება შეიძლება მთელი დღის განმავლობაში. პარფიუმერული წყალი სუნამოებისაგან იმით განსხვავდება, რომ მკვეთრად გამოხატულია არომატის "გული" და მნიშვნელოვნად სუსტია საბოლოო - შლეიფის ნოტები. არომატი 4-6 საათის განმავლობაში ნარჩუნდება. დილით ტუალეტის სუნამოს მომეტებულად მოხმარება არ დაგეხმარებათ მთელი დღის მანძილზე არომატის შენარჩუნებაში, მხოლოდ პირველ საათებში ზედმეტად მძაფრი და მყვირალა იქნება.
ტუალეტის წყალი - Eau De Toilete (შემოკლებით EDT)
ტუალეტის წყალი (Eau De Toilete) - პარფიუმერიის მსუბუქი სახეობაა, რომელშიც ყველაზე გამოხატულია ზედა და საშუალო ნოტები, ხოლო შლეიფი იგრძნობა ძალიან მსუბუქად. არომატული ნივთიერებების კონცენტრაცია 7-10% შეადგენს 80-85% სპირტში. ტუალეტის წყლის გამოყენება დღეში რამოდენიმეჯერ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში, აქტიური დასვენებისას, სიცხეში და სპორტის დროსაც კი. დღეს ტუალეტის წყალი ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა პარფიუმერიაში.
ოდეკოლონი - Eau De Cologne (შემოკლებით EDC)
ოდეკოლონი (Eau De Cologne) - პარფიუმერიის ყველაზე მსუბუქი სახეობაა. ოდეკოლონს ძირითადად მამაკაცები მოიხმარენ. მისი დანიშნულება იგივეა, რაც ტუალეტის წყლისა, მაგრამ არომატული ნივთიერებების შემცველობა უფრო ნაკლებია - 3-6% შეადგენს 70-80% სპირტში.
პარფიუმერული დეზედორანტი ან Deo Parfum
პარფიუმერული დეზედორანტი (Deo Parfum) - არის პერფიუმერული პროდუქტი, რომელიც ითავსებს პირადი ჰიგიენის საშუალების და პარფიუმერიის თვისებებს. სურნელოვანი ნივთიერებების კონცენტრაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა 3-დან 10%-მდე.
სხეულის მოვლის პარფიუმერული საშუალებები
იმისათვის, რომ საყვარელი არომატის სურნელი შეინარჩუნოთ რაც შეიძლება დიდხანს, გამოიყენეთ სხეულის მოვლის პარფიუმერული საშუალებები (ტანის რძე, შხაპის გელი, სპრეი თმებისთვის და სხვა). მათში შემავალი კომპონენტები მსუბუქად აფიქსირებენ არომატს, არ აძლევენ იოლად გასვლის საშუალებას. სხეული მოვლის პარფიუმერული საშუალებები - ეს არის კოსმეტიკური საშუალებები (გამწმენდი, დამატენიანებელი, მკვებავი), რომლებშიც გამოყენებულია პარფიუმის საბაზო სურნელი. ამ კომპონენტის შემცველობა მოვლის საშუალებებში, როგორც წესი დიდი არ არის, ზოგჯერ მათი კონცენტრაცია 1%. მაგრამ სურნელი, რომელიც მიიღება ხაზის ყველა პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, საგრძნობლად ზრდის სურნელის მდგრადობას. მაგალითად - სხეულის პარფიუმერული რძე უნარჩუნებს სურნელს საშუალო ნოტების აქცენტით 2-3 საათის განმავლობაში.