თურმე 40 წლის არწივის ბრჭყალები ძალიან გრძელი და მოქნილი ხდება, შესაბამისად მას აღარ შეუძლია მსხვერპლის დაჭერა. ასევე ნისკარტიც უგრძელდება და მოხრილი ხდება, ეს კი ჭამაში უშლის ხელს. ფრთებსა და გულმკერდზე ბუმბული უსქელება, უმძიმდება და ფრენაში უშლის ხელს...
არწივი დგება არჩევანის წინაშე: სიკვდილი, თუ ცვლილებების ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდი 150 დღის განმავლობაში?
მიფრინავს მთის წვერზე თავის ბუდეში და იქ კლდეს მანამ ურტყავს ნისკარტს, სანამ არ გაუტყდება და მოძვრება. შემდეგ ელოდება ახალი ნიაკარტის გაზრდას, რომლის საშუალებითაც შემდგომ გამოიცვლის ბრჭყალებს, როცა ახალი ბრჭყალები ამოუვა, მათი დახმარების მოიშორებს გაუხეშებულ ბუმბულებს.
და მერე, ხუთი თვის ტანჯვისა და ტკივილის შემდეგ, ახალი ნისკარტით, ახალი ბრჭყალებით და ახალი ბუმბულით, არწივი ხელახლა იბადება და ცოცხლობს კიდევ 30 წელი.
ძალიან ხშირად, იმისათვის, რომ ვიცოცხლოთ, საჭიროა ცვლილებები ჩვენში. ამ პროცესს ზოგჯერ თან ახლავს ტკივილი, შიშები, ეჭვები...