დღეს ვიწყებ ახალ რუბრიკას "როგორ შექმნათ თქვენი გუნდი MLM-ში? როგორ დავიწყოთ ქსელური მარკეტინგი?
ის შემდგარი იქნება რამოდენიმე სტატიისაგან, სადაც განვიხილავ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს MLM-ის შესახებ.
როგორ დავიწყო MLM ბიზნესი?
სად ვანახო ადამიანები MLM-თვის?
როგორ გავაკეთო სწორად ცივი კონტაქტები MLM-ში?
როგორ მოვოწვიო ადამიანები MLM-ში?
როგორ დავაინტერესო ქსელური მარკეტინგით?
როგორ მოვიწვიო ადამიანები MLM-ის ღონისძიებაზე?
როგორ ავაწყო MLM ბიზნესი ინტერნეტის მეშვეობით?
და დღეს ვირჩევ პირველ შეკითხვას და გაგანდობთ რამოდენიმე საიდუმლოს:
როგორ დავიწყო MLM ბიზნესი?
მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი:
თქვენ დგახართ არჩევანის წინაშე "ყოფნა - არყოფნა", "წავიდე თუ არ წავიდე", "გადავწყვიტო თუ არ გადავწყვიტო"?! დაბნეული ხართ...
ბუნებრივია
მე გეტყვით "ყოფნას" და თქვენ მკითხავთ: რატომ?
არსებობს
ბიზნესის განვითარების ბევრი მოდელი, მაგრამ მათგან 2 არის ყველაზე ეფექტური და დინამიური. ეს არის MLM და ფრანჩაიზინგი! ქსელურმა ბიზნესმა (MLM) დიდი ხანია აჩვენა საკუთარი განსხვავებული უპირატესობები ტრადიციული ბიზნესისაგან. თვითონ იდეა მდგომარეობს პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება მომხმარებლამდე მრავალსაფეხურიანი ორგანიზაციის საშუალებით, რომელიც შედგება ინდივიდუალურად სახლში მომუშავე დისტრიბუტორებისაგან, მაღაზიებისაგან განსხვავებით, სადაც მუშაობენ დაქირავებული გამყიდველები, -ეს იდეა გასულ საუკუნეში დაიბადა აშშ-ში. შტატებში ბევრი კომპანია წარმატებულად ვითარდება ამ მოდელით.
მაშ ასე, მექსელის პროფესია, არ მოგესმათ, ეს არის პროფესია! საქართველოში ჯერ არა, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში პროფესიების სახელმწიფო რეესტრში შეტანილია პროფესია: ქსელური ბიზნესის მენეჯერი.
მექსელის პროფესია ძალიან სერიოზული არჩევანია! ბევრს მიაჩნია, რომ MLM - არასერიოზულია. მაშინ ასეთი არასერიოზული საქმიანობა რარომ იძლევა ასეთ სერიოზულ შემოსავლებს?! დაფიქრდით ამაზე.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მოხვალთ ქსელურში, ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ეს ასე არ მოხდება!
MLM - არის
სერიოზული საქმე, რომელშიც საჭიროა კონტროლი, ანალიზი, შენება, ხელმძღვანელობა, მართვა და ბევრი სხვა რამ!
მაშ ასე, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ მიიღო გადაწყვეტილება და დარეგისტრირდე?
უნდა გაიაზროთ - რატომ მიდიხართ ქსელურ მარკეტინგში და რითი დაიწყოთ.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ და სწორად შეარჩიეთ MLM კომპანია, მაშინ გილოცავთ ამ სწორ გადაწყვეტილებას!!!
1. ახლა თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ სწავლება:
-პროდუქციის
შესახებ;
-გაყიდვების
შესახებ;
- რეკრუტინგის შესახებ.
უნდა დაუჯეროთ თქვენს მრჩეველს!
ჩვენთან კომპანია ფაბერლიკში – ეს არის ადამიანი, რომელიც სისხლ-ხორცეულად დაინტერესებულია თქვენს ხელფასში! რაც უფრო მეტი გაქვთ გამომუშავება, მით მეტს უხდის თქვენს მრჩეველს კომპანია!
თქვენ არ გამოიმუშავებთ ფულს - ისიც არ მიიღებს. ეს არის MLM-ის ერთერთი მითი "მრჩეველები ჩვენზე შოულობენ ფულს".
2. ჩამოწერეთ ადამიანები ვისაც გსურთ გაუზიაროთ თქვენი სიხარული!
MLM-ში ამა ჰქვია - "ნაცნობების სია". მაგრამ მნიშვნელოვანია არა უბრალოდ შედგენა, არამედ წარმოიდგინოთ ის ადამიანები ვისაც გსურთ დაეხმაროთ! გაუზარეთ და ეს თქვენ დაგიბრუნდებათ ათასწილ: სულიერადაც (კლიენტების მადლიერების სახით) და მატერიალურადაც (პრემიები შრომისათვის)!
3. და რაც მთავარია - აკეთეთ!
არ არსებობს ისე, რომ არაფერი აკეთო და შედეგი მიიღო, MLM
ზარმაცებისთვის არ არის!!! მაგალითად გინდათ ნაყინი, ჯერ უნდა აირჩიოთ ის, რომელიც მოგწონთ. შემდეგ უნდა წახვიდეთ დაიყიდოთ. და მხოლოდ ამის შემდეგ ისიამოვნოთ მისი გემოთი და იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რომელსაც ელოდით, როცა დგამდიტ ნაბიჯებს მის მოსაპოვებლად!
ასევეა MLM-შიც - ჯერ აკეთებთ და მერე სიამოვნებას იღებთ!!! მაგრამ შევამჩნიე ბევრი ცდება. იმისათვის, რომ დაიწყოთ კარგი ფულის გამომუშავება ქსელურში, უნდა იშრომოთ დიდხანს.
მაშ ამ დროს როგორ გამოვკვებოთ ოჯახი? როგორ ჩავაცვათ შვილებს? ჯობია ვიმუშავებ ვინმესთან და ნელნელა ავაშენებ ჩემს სტრუქტურას. ნუ მოატყუებთ საკუთარ თავს. გავიმეორებ, MLM არის სერიოზული ბიზნესი, შედეგები და თქვენი გამომუშავება დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, რამდენად სერიოზულად მიუდგებით მას და რამდენ ენერგიას ჩადებთ მასში. მე ბევრი მეგობარი მყავს, რომლებმაც რამოდენიმე წელში მოახერხეს ყოველთვიურ გამომუშავებაზე გასვლა 3-5 ათას ლარზე, ხოლო კომპანია ფაბერლიკში ასეთ თანხებს იღებენ ყოველ პერიოდში 2-3 კვირაში.
თუ თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი ამ სფეროში გაიზარდოთ, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ MLM ბიზნესი პროფესიონალურ გუნდთან ერთად.
|