7/09/2017

სურვილების მაღაზია



სამყაროს ეზოს გარეთ არის ერთი მაღაზია. დიდი ხანია მას აღარ აქვს წარწერა, ოდესღაც კოსმიურმა ქარიშხალმა წაიღო, ხოლო ახალმა პატრონმა აღარ მიაჭედა იმიტომ, რომ ადგილობრივებმა ისედაც იცოდნენ, რომ მაღაზია სურვილებს ყიდიდა.  მაღაზიის ასორტიმენტი ძალიან დიდი იყო: აქ იყიდიდი პრაქტიკულად ყველაფერს. დიდი იახტები, ბინები, ქორწინება, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, ფული, შვილები, საყვარელი სამსახური, კონკურსში გამარჯვება, დიდი მანქანები, ფეხბურთის კლუბები, ხელისუფლება, ბრილიანტის ბეჭდები და ბევრი სხვა რამ. არ იყიდებოდა მხოლოდ სიცოცხლე და სიკვდილი (ამით დაკავებული იყო სათაო ოფისი, რომელიც სხვა გალაქტიკაზე იმყოფებოდა).  

მაღაზიაში ყოველი მომსვლელი (თუმცა არიან ისეთი მსურველებიც, რომლებიც არცერთხელ არ შესულან მაღაზიაში, მხოლოდ აგრძელებდნენ უმოქმედოდ ჯდომას და სურვილს) პიველ რიგში იგებდა საკუთარი სურვილის ფასს. ფასები იყო სხვადასხვა.


მაგალითად, საყვარელი სამუშაო ღირდა სტაბილურობაზე და  პროგნოზირებადობაზე უარი, მზადყოფნა საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად დაგეგმვასა და სტრუქტურიზაციაში, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობა და საკუთარ თავზე უფლების მიცემა იმუშავო იქ, სადაც მოგწონს და არა იქ, სადაც აუცილებელია.  

ხელისუფლება უფრო ძვირი ღირდა:  ზოგიერთ საკუთარ დარწმუნებლობებზე უარის თქმა, უნარი ყველაფერს გამოუნახო რაციონალური ახსნა, სხვებზე უარის თქმის უნარი, საკუთარი თავის დაფასება (თანაც საკმაოდ ძვირად), თავს მისცე უფლება თქვა „მე“, დამკვიდრდე, მიუხედავად იმისა მხარს გიჭერენ თუ არა გარშემომყოფები.

ზოგიერთი ფასები უცნაურად გამოიყურება. ქორწინების მიღება შეიძლებოდა პრაქტილულად საჩუქრად, ხოლო ბედნიერი ცხოვრება ღირდა ძალიან ძვირი - საკუთარი ბედნიერებისადმი პერსონალური პასუხისმგებლობა, ცხოვრებისაგან კმაყოფილების მიღების უნარი, საკუტარი სურვილების ცოდნა, მისწრაფებაზე ვგავდე გარშემომყოფებს უარის თქმა,  დანაშაულის მცირე შეგრძნება, უნარი დააფასო ის, რაც გაქვს, თავს უფლება მისცე იყო ბედნიერი, საკუთარი ღირსების და მნიშვნელობის, „მსხვერპლის“ ბონუსებზე უარის თქმა, ზოგიერთი მეგობრის და ნაცნობის დაკარგვის რისკი.

მაღაზიაში ყველა მოსული არ იყო მზად მაშინვე სურვილის საყიდლად. ზოგიერთი დაინახავდა რა ფასს, ბრუნდებოდა და მიდიოდა. სხვები დიდხანს იდგნენ ჩაფიქრებულები, ითვლიდნენ ნაღდს და ანგარიშობდნენ დანარჩენი როგორ ეშოვათ. ვიღაცეები იწყებდნენ ჩივილს დიდი ფასების გამო და ითხოვდნენ ფასდაკლებას ან კითხულობდნენ როდის იქნებოდა ამოყიდვა.

 იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჯიბიდან იღებდნენ დანაზოგს და მაშინვე ყიდულობდნენ ლამაზ, ჭრაჭუნა ქაღალდში შეფუთულ სურვილებს.  იღბლიანებს შურით უყურებდნენ სხვა მყიდველები, ჩურჩულებდნენ ერთმანეთში იმაზე, რომ მაღაზიის პატრონი მათი ნაცნობია და სურვილები ისე, უშრომელად მიიღეს.

მაღაზიის პატრონს ხშირად თავაზობდნენ ფასების დაწევას იმისათვის, რომ მოხმარებლის რიცხვი გაზრდოდა. მაგრამ ის ყოველტვის უარს ამბობდა ამაზე იმ მიზეზით, რომ დაზარალდებოოდა სურვილების ხარისხი.

როცა პატრონს ეკითხებოდნენ, ხომ არ ეშინოდა გაკოტრების, თავის ქნევით პასუხობდა, რომ ყოველ დროში მოიძებნებიან გაბედულები, რომლებიც მზად არიან როგორც რისკზე წასვლაზე, ასევე ცხოვრების შეცვლაზე, რომლებიც უარს იტყვიან თავიანთ ჩვეულ და პროგნოზირებად ცხოვრებაზე, რომლებსაც შეუძლიათ ირწმუნონ საკუთარი თავის და სურვილების, აქვთ იმისი ძალა და საშუალებ, რომ გადაიხადონ საკუთარი სურვილების ასრულებაში.

P.S. მაღაზიის კარზე გაკრულია განცხადება: „თუ შენი სურვილი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გადაგიხდია.“ 

სურვილების ახდენის მაღაზია - F a b e r l i c