8/08/2017

გააგრძელე შენი საქმე

სანამ ფანქარს ფანქრების ყუთში ჩაალაგებდა, ფანქრის ოსტატმა ის გვერდზე გადადო.
— მალე იმ ქვეყნად გაგამგზავრებ — ამცნო ოსტატმა — მაგრამ არის ხუთი ისეთი რამ, რაც აუცილებელია იცოდე. კარგად დაიმახსოვრე რასაც გეტყვი და არასოდეს დაგავიწდეს. თუ კი ამას გაითვალისწინებ, სრულებით შესაძლებელია გახდე ის საუკეთესო ფანქარი, რომელიც შეიძლება მოევლინოს ქვეყნიერებას. 
პირველი — შენ შეგიძლია შექმნა უამრავი ფასდაუდებელი რამ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ ამას, თუ კი მისცემ სხვას შენი ხელში აღების უფლებას.
მეორე — შენ დრო და დრო მოგიწევს მტკივნეული წამახვილების და გათლის პროცესის გავლა, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი, რათა გახდე საუკეთესო.
მესამე — შენ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას შეძლებ. ამის უნარი გექნება.
მეოთხე — შენი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მუდმივად იქნება, შენში შინაგანად.
მეხუთე და ყველაზე მთავარი: სადაც არ უნდა გამოგიყენონ და რამდენი ძალაც არ უნდა დაგეხარჯოსგააგრძელე შენი საქმე – წერე და ხატე.

და გასწავლით ხატვას ბიზნესის ფერებში.