თმის შეღებვა ჩვეულებრივ პროცედურად იქცა მილიონობით ქალბატონისთვის, მაგრამ საღებავის ყიდვისას მათი უმრავლესობა შეფუთვაზე დაბეჭდილი მოდელის თმის შეფერილობის მიხედვით აკეთებს არჩევანს და სწორედ აქ უშვებენ შეცდომას. მთავარი, რითაც საღებავის არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ ციფრები ან ასოებია, რომელიც როგორც წესი, მითითებულია შეფუთვაზე.
ტონები ძირითადად რამდენიმე ციფრით გამოისახება, განვიხილოთ ერთი მაგალითი “5.00 "
პირველი ციფრი ანუ 5 - ძირითადი ფერის სიღრმეს აღნიშნავს, მერყეობს 1-დან 10-მდე და რაც უფრო მაღალია ციფრი-7, 8, 9 და 10-მით უფრო ღიავდება ფერიც.
პირველი ციფრი ანუ 5 - ძირითადი ფერის სიღრმეს აღნიშნავს, მერყეობს 1-დან 10-მდე და რაც უფრო მაღალია ციფრი-7, 8, 9 და 10-მით უფრო ღიავდება ფერიც.
მეორე ციფრი-ძირითადად წერტილის ან წილადის ხაზის შემდეგ დგას და ძირითად შეფერილობაზე მიუთითებს.
მესამე ციფრი-დამატებითი შეფერილობა, ელფერი.
თუ შეფუთვაზე მხოლოდ ერთი ან 2 ციფრია გამოსახული, ეს ნიშნავს რომ ფერი გამორჩეულად სუფთაა, დამატებით სხვა შეფერილობა არ დაკრავს.
მესამე ციფრი-დამატებითი შეფერილობა, ელფერი.
თუ შეფუთვაზე მხოლოდ ერთი ან 2 ციფრია გამოსახული, ეს ნიშნავს რომ ფერი გამორჩეულად სუფთაა, დამატებით სხვა შეფერილობა არ დაკრავს.
გავშიფროთ ნატურალური რიგის ფერების სიღრმე, ანუ პირველი ციფრი:
1-შავი 2-ძალიან მუქი ყავისფერი3-მუქი ყავისფერი4-ყავისფერი5-ღია ყავისფერი6-მუქი ჩალისფერი7-ჩალისფერი8-ღია ჩალისფერი9-ძალიან ღია ჩალისფერი10-ღია ქერა
სხვადასხვა მწარმოებლები ძლიერ გამაღიავებლებს ზოგჯერ 11-ით და 12-ითაც აღნიშნავენ.
გავშიფროთ ძირითადი შეფერილობის აღმნიშვნელი, ანუ მე-2 ციფრი:
0-მოიაზრება ბუნებრივი ტონი1-მოლურჯო-იისფერი პიგმენტი-შეესაბამება ფერფლისფერ რიგს2-მწვანე პიგმენტი-შეესაბამება მქრქალ რიგს3-მოყვითალო პიგმენტი4-თაფლისფერი პიგმენტი5-მოწითალო-მოიისფრო პიგმენტი6-მოლურჯო-მოიისფრო პიგმენტი7-მოწითალო-მოყავისფრო პიგმენტი
აქედან ნომერი 1 და ნომერი 2 შეფერილობები-ცივი ფერებია, დანარჩენი თბილი.
გავშიფროთ მესამე ციფრი ანუ დამატებითი ელფერი:
თუ მესამე ციფრი არ არის, ე.ი. საღებავში დამატებითი ელფერის შემცველობა ძირითად ფერთან 1:2 პროპორციითაა ან სხვა რაოდენობით.
1-ფერფლისფერი ელფერი2-იისფერი ელფერი3-ოქროსფერი4-თაფლისფერი5-მაჰაგონი6-წითელი7-მქრქალი
ყუთზე საღებავის მდგრადობის აღნიშვნაცაა, მხოლოდ სხვა ადგილას:
«0»-დაბალი მდგრადობა, მალე ჩამოირეცხება«1»-აღნიშნავს, რომ არ შეიცავს ამიაკს და წყალბადის ზეჟანგს.«2»-მდგრადია 3 თვემდე, არ შეიცავს წყალბადის ზეჟანგს და ზოგჯერ ამიაკს«3»-ყველაზე მდგრადი საღებავი.
შენიშვნა:1)«0»-ციფრის წინ, მაგ.«2.02»-ნატურალური, თბილი პიგმენტის არსებობა.2)რაც უფრო მეტია «0», მით უფრო ბუნებრივია ფერი, მაგ: «2.005»3)«0» ციფრების შემდეგ-მსუყე და კაშკაშა ფერი, მაგ: «2.30»4)ორი ერთნაირი ციფრი წერტილის შემდეგ, მაგ: «5.22» -პიგმენტის გაძლიერება.5)რაც მეტი ნულია წერტილის შემდეგ, მით უფრო უკეთ იღებება ჭაღარა.