არიან ქალბატონები, რომლებიც ბუნებამ უნაკლო სილამაზით დააჯილდოვა,
მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც თავად უხდებათ დიდი ძალისხმევით იდეალურობის
მიღწევა. ნებისმიერ შემთხვევაში არც ერთს და არც მეორეა არ სურს საკუთარი
მომხიბვლელობის დაკარგვა სულელური შეცდომების გამო, რომლებსაც უშვებენ სილამაზის
შენარჩუნების ძირითადი წესების არცოდნით.
წესი № 1. არ
დაწვეთ დასაძინებლად, სანამ არ გაიწმინდავთ კანს მაკიაჟისაგან
დაიღალეთ თუ არა, გინდათ თუ არა, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ!
ჭუჭყი, რომელიც დაგროვდა მთელი დღის განმავლობაში, უნდა მოვიცილოთ საღამოს დრის
მაკიაჟთან ერთად. მომავალში თქვენი კანი მადლობას გადაგიხდით იმისათვის, რომ დროულად
ასუფთავებდით, სწორად უვლიდით, ელოლიავებოდით და საერთოდ, არ მიეცით ადრე
დაბებრების საშუალება.
წესი № 2. არასოდეს
ათხოვოთ სხვა თქვენი კოსმეტიკა და არ გამოიყენოთ სხვისი
არ შეგეშინდეთ ეჩვენოთ სხვებს ძუნწი ან პედანტი, არ დაუშვათ ეს
შეცდომა!
იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ
ჯანმრთელონა და სილამაზე, აუცილებელია ყოველთვის და ყველგან დაიცვათ პირადი
ჰიგიენის ელემენტარული წესები. სამწუხაროდ, ყოველთვის არის ალბათობა რომელიმე
ვირუსით დასნეულებისა თუნდაც საუკეთესო დაქალისაგან.
წესი № 3. არასოდეს
აწვალოთ მუწუკები
სახეზე, მერდზე ან სხვა ადგილას მუწუკების ხელის ხლება არ შეიძლება!
ეს მოგონილი არ არის, ექიმი-კოსმეტოლოგების დაჟინებითი რეკომენდაციაა.
უგულებელყოფა ან არასწორი დეზინფექცია და არაპროფესიონალურმა მოქმედებებმა შეილება
მხოლოდ ზიანი მოგვაყენოს. ჭრილობაში ინფექციის შეჭრა აუცილებლად გამოიწვევს ანთებითი პროცესების
გაძლიერბას, შედეგად მუწუკი უფრო დიდი გახდება.
წესი № 4. კოსმეტიკის
შეძენისას ყოველთვის გაეცანიტ შემადგენლობას
აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რისგან არის დამზადებული მოწონებლი
კრემი ან შამპუნი!ახლა ძალიან ბევრი ფართოდ რეკლამირებული ბრენდია, რომლებიც
იმისათვის, რომ გაზარდონ შემოსავლები, აიაფებენ კოსმეტიკის წარმოებას ნატურალური
და უვნებელი ინგრედიენტების ქიმიურ სინთეზირებულ ანალოგებზე. სწორედ მათზე
შეიძლება გაგივითარდეთ ალერგია, ამიტომ მტერს სახეზე უნდა იცნობდეთ.
წესი № 5. მინიმუმი
რუჯი
გარუჯვა – ეს, რა თქმა უნდა, ლამაზია, მაგრამ, როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, კანისთვის ძალიან მავნეა. მზის სხივებს შეუძლიათ არა მხოლოდ გაჯერებული ბრინჯაოსფერо შეფერილობა მისცენ კანს, არამედ მის სიღრმეში გამოიწვიონ უკუქცევადი
პროცესები - კიბოს უჯრედების ზრდა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სოლარიუმი არ არის
ქუჩაში მზის ალტერნატივა, რამდენადაც ხელოვნური ულტრაიისფერი
აგრესიულობით არ ჩამორჩება ბუნებრივს.
წესი № 6. მოერიდეთ
თმების ხშირ შეღებვას
ყველა სარებავი, თუნდაც ზეითუნის, ჟოჟობის და ქოქოსის ზეთითთმას
აშრობს, ფორებიანს და მტვრევადს ხდის. ეს ფაქტია. თმების ძალიან ხშირო შეღებვა - ეს სერიოზული შეცდომაა, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს თემბის
მტვრევადობასთანდა ცვენასთან.
წესი № 7. მინიმუმი
მიმიკა - მინიმუმი ნაოჭი
გადაჭარბებული მიმიკა ბევრ ნაოჭს გვმატებს სახეზე. რა თქმ უნდა სახის
კუნთების ვარჯიში საჭიროა მათი ტონუსის ხელშესაწყობად და სახის ოვალის
მდგომარეობისთვის, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში. სასოწარკვეთილ
მიმიკურ ვარჯიშებს ჯობია სახის პროფესიონალური კოსმეტიკური მასაჟი!
ამგვარად, ამ წესების დაცვით შეძლებთ თავიდან აიცილოთ გავრცელებული
შეცდომები, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ თქვენი ჯანმრთელობა და სილამაზე.