როგორ მოვრჩეთ წუწუნს და დავიწყოთ მოქმედება
როცა თქვენი გეგმები ცხოვრებაში ვერ ხორციელდება, მიზნეებს ვერ აღწევთ
და ხელიდან გეცლებატ ყველაფერი, მდგომარეობებს ნუ აბრალებთ. გთავაზობთ სამ რჩევას,
რომლლებიც დაგეხმარებიან ნებისყოფის გამომუშავებასა და სურვილების მიღწევაში.
ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ ყველაფერი უნდა გათვალო, მოიფიქრო,
მაგრამშედეგად არაფერს არ ვაკეთებთ. ჩნდება უამრავი ეჭვი, ვშორდებით მიზანს,
რომელიც იყო თავიდან, ან თამასას ვწევთ ქვევით მინიმუმამდე. კიდევ ხშირად არის, რომ ჩვენ როგორც იქნა გადავწყვიტეთ, მაგრამ უკვე გვიანია
და ის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით.
რა გვიშლის ხელს წარმატებაში? წუწუნი, ჩემო მეგობრებო! თუ რაიმე არ გამოგვდის ან უკმაყოფილონი ვართ შედეგით, ყოველთვის
ვპოულობთ მიზეზს გარე სამყაროში, ვაბრალებთ სხვებს, მდგომარეობას, მოტივაციის
უკმარისობას ჩვენსავე ჩავარდნაში.თუმცაღა ჩვენს გარდა დამნაშავე არავინაა. ჩვენ
პასუხისმგებლობას გავურბივართ და ამიტომ გვმართავენ სიტუაციები, სადაც უნდა ვიყთ
ლიდერები.
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ჩვენ ვაკონტროლებთ შედეგს.
ამერიკელი მულტიმილიონერი, მოტივაციების და გაყდვების ტრენერი გრანტ
კარდონი (Grant Cardone) გახდა
ნამდვილი ლიდერი არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ ცხოვრებაშიც და აგრძელებს მთელ
მსოფლიოში ადამიანებს გაუღვიძოს ამბიციური მიზნების მიღწევის სურვილი. ვნახოთ რას
გვირჩევს ის:
1. გვქონდეს თვალსაზრისი „დიახ, მე შემიძლია“
დავიწყოთ იქიდნ, რომ ლიდერები ყოველთვის მისდევენ განწყობას „დიახ, მე
შემიძლია“. ისინი 100%-ით დარწმუნებულები არიან იმაში, რომ შედეგი არა უბრალოდ
მიღწევადია, არამერ რეალურია ყველაზე რთული სიტუაციების შემთხვევაშიც. ასეთი
განწყობა განსაზღვრავს, რამდენად ხართ მზად მიზნისაკენ სვლაში, და ყველაფერს
აყენებთ თავის ადგილას. ადამიანები განწყობით „დიახ, მე შემიძლია“ მუდმივად
ამბობენ: „მოდი გავერკვეთ“, ჩვენ შეგვიძლია ამისი გაკეთება“, „მოდი გავაკეთოთ ეს“
და ამით ისინი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია.ისწრაფეთ იმ დონისაკენ,
როცა „დიახ, მე შემიძლია“ გახდება ჩვეულებრივი, ხოლო სხვა დანარჩენი -
გარდაუვალია.
2. მთლიანად მიუძღვენით თავი საქმეს
ეს ნამდვილად წარმატებული ადამიანების განმასხვავებელი
ნიშანთვისებაა.ჩვენ ხომ ცხოვრებაში მხოლოდ მოვსინჯავთ ხოლმე და მაქსიმალურ
ძალისხმევას არ ვახმართ საქმეს, რადგანაც არ ვართ დარწმუნებულნი, რომ საჭიროშედეგს
მივაღწევთ. ახლა ბევრი ადამიანია, რომელთაც ბოლომდე არ მიჰყავთ საქმე და ცდილობენ
სხვა რამით დაკავდნენ.
მთლიანაად მიუძღვენით საკუთარი თავი საქმეს - ეს ნიშნევს აირჩიო გზა
და უთხრა საკუთარ თავს: „უკან დასახევი გზა აღარ გაქვს“.
ეს მსგავსია წყალში ნახტომისა: შანსი არაა მშრალი გამოხვიდე.
3. შეასრულეთ მასშტაბური მოქმედებები
ახლა ვისაუბროთ იმ მოქმედებებზე, რომელსაც ვაკეთებთ მიზნის
მისარწევად.ბევრი ადამიანი განიცდის მარცხს
იმიტომ, რომ არ დებს მიზნის მიღწევაში საკმარის ძალისხმევას.
ყველაფერი იმიტომ, რომ არასწორად
აფასებენ საჭირო მოქმედებების მაშტაბურობას.
მაშტაბური მოქმედება — არის ერთადერთი სწორი გზა მიზნის მისაღწევად, ამბობს გრანტ კარდონი.
მათ ბევრად დიდი შედეგი მოაქვთ, ვიდრე მოლოდინია. მაგალთისათვის, ავიღოთ მხატვრის
ნამუშევარი. თუ ის
დახატავს მხოლოდ 1 ნახატს და წაირებს მხოლოდ 1 გალერეაში, მისი გაყიდვის ალბათობა
არც თუ ისე დიდია. მაგრამ, თუ დახატავს 10 ნახატს და ყველას წაირებს 10 გალერეაში, იმისი
ალბათობა, რომ გაყიდოს თუნდაც 1 ნახატი (ალბათ უფრო არა მხოლოდ ერთი) ბევრად
მეტია, ვიდრე პირველ შემთხვევაში.
როცა დაიწყებთ მაშტაბურ მოქმედებას - დაინახავთ როგორ შეიცვლება
თქვენი განწყობა, მიზანი და შედეგი.
სანამ
შეუდგებით დასახული მიზნის მიღწევას, ჩვენ ჩვეულებრივ ვფიქრდებით იმაზე, თუ რატომ ვერ
მივაღწევთ მას. მაშინვე ჩნდება მიზეზების სია. ეს არასწორი მიდგომაა. როგორც კი შეწყვეტთ
ჩავარდაზე ფიქრს და მთლიანად მიუძღვნით თავს მიზანს,
იმოქმედებთ მაშტაბურად - მიუახლოვდებით სასურველ შედეგს.
![]() |
შეგასწავლით იმას, რასაც არ გასწავლიდნენ სკოლაში და უმაღლესში - როგორ გახდეთ წარმატებულები სამსახურის ბორკილების გარეშე! |