6/14/2017

კრეატულობის განვითარება და თქვენი აზროვნების ინდუსტრიული რევოლუცია




რა არის კრეატიულობა? ეს არის ცხოვრების გამოწვევებზე ადამიანის სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილებების გენერირების მკაფიოდ გამოხატული უნარი, რომლებიც სიტუაციებს აქრობენ, პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან. კრეატიული ადამიანის ჩვეულებრივისაგან მთავარი განსხვავებაა - სიჩქარე და გადაწყვეტილებების გენერირების სიხშირე. დამკვიდრებული აზრია, რომ კრეატივი - არის თანდაყოლილი უნარი, რომელიც ან გაქვს, ან არა.
სინამდვილეში - ეს ბოდვაა. კრეატულობა ყველა ჩვენთაგანშია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვავითარებთ მას. კრეატივი თავის ანარეკლს პოულობს იდეებში და ამოცანების რეალიზაციაში.


კრეატულობის განვითარება. გამოყენებითი მეთოდები.
სანამ კრეატივის ჯუნგლებში გადავეშვებოდეთ, თქვენთვის გაეცით პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან და უბრალო კითხვას: გჭირდებათ კი ეს ყბადაღებული კრეატივი? თუ თქვენი ამოცანები მოითხოვენ  სტანდარტულ მიდგომას და „სახელმძღვანელოს“ კლასიკური მეთოდით, მაშინ შეგიძლიათ დახუროთ ეს ჩანართი და გააგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. თუკი ეს თქვენ რეალურად გჭირდებათ, მაშინ გაითავისეთ ერთი ჭეშმარიტება: კრეატივის შესახებ სტატიის და წარმატების ისტორიების წაკითხვით არაფერი შეიცვლება. როგორც გაცემდით უღიმღამო შაბლონურ გადაწყვეტილებებს, ისევ ისე გასცემთ მომავალშიც. საჭიროა პრაქტიკა. მაგრამ უნდა დაიწყოთ მცირედან. და ეს აკეთოთ მუდმივად.  თქვენ ვერ ისწავლით ყოველდღიური გონებრივი შტურმების და რუხი ნივთიერების  დაშლის გარეშე იდეების გენერირებას.  იქნება სირთულეები. დაგეზარებათ. მაგრამ, როცა აღმოაჩენთ თქვენში იმ საჭირო კრეატივს, თქვენ არარ დაგჭირდებათ ნარკოტიკები იმისათვის, რომ მოიფიქროთ ახალი იდეა.
კრეატულობის ტრენაჟორები.
შეხედეთ და დაინახავთ.
ყველლაფერი, რასაც უყურებთ - არის ნიადაგი ახალი იდეებისთვის. გარდა პოლიტიკური ახალი ამბებისა. ყველა თქვენი მოქმედევა - არის ედეები. შემთხვევით ხუმრობაშიც, ჩვეულებრივ ყოფით საგანში, შეიძლება დაფარული იყოს გენიალური იდეა, რომელიც მოგიტანთ ზრაპრულ შედეგს.
ურთიერთობის, ცხოვრების და გატაცების წრე.
იდეების შემუშავების გარემო მეტად მნიშვნელოვანია. აუზში ცურავთ, თუ მეტროთი მგზავრობთ. აკეთეთ ყველაფერი, რაც გაძლევთ იდეების მოფიქრების საშუალებას.

შემოქმედებითი ჯგუფი.
რომაელები ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ღვინოშია. კრეატივში ჭეშმარიტება აზრების განსხვავებულობაშია. არ არის საჭირო დიდი გუნდი. ეს მხოლოდ შეგიშლით ხელს. ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც თავის აზრს გაგიზიარებთ.
რასთან მიგვიყვანს ეს?
პასუხი მარტივია: თქვენი შემოქმედებითი კრეატიულობა მოახდენს ინდუსტიულ რევოლუციას ამ სიტყვის გადატანითი მნიშვნელობით: კრეატიულობა. ამისათვის, თქვენ უნდა გასცეთ პასუცი 4 კითხვას:
1.      რა გეხმარებათ კრეატიულობაში? სივრცე, გარემო, ინფორმაციული ნაკადი.
2.      რამდენად ხართ ჩაფლული ამოცანაში, რომელზეც მუშაობთ?
3.      კრეატიული გზით რამდენ ყოველდღიურ ამოცანას ხსნით და რა გჭირდებათ ამისათვის?
4.      აკეთებთ თქვენი იდეების ანალიზს?

როცა დაზუსტებულ პასუხებს გასცემთ ოთხივე კითხვას, დაწერეთ ამის შესახებ კომენტარებში.
გაბედეთ!


ჩვენს გუნდში მხოლოდ კრეაიული, პოზიტიური და აქტიური ადამიანები არიან!

გსურს გახდე ასეთი? - შემოგვიერთდი!