1/04/2018

გულმშვიდ გონებას შეუძლია იაზროვნოს უკეთ



ერთხელ ფერმერმა შენიშნა, რომ საბძელში თივაში დაკარგა თავისი საათი. მიუხედავად იმისა, რომ ის რაიმე ფასეულობას არ წარმოადგენდა, და მისი ღირებულება დიდი არ იყო, ფერმერისთვის ეს საათი ძვირფასი იყო, რადგან მისთვის ძვირფასმა ადამიანმა აჩუქა. 
ხანგრძლივი უშედეგო ძებნის შემდეგ ის დანებდა. არაქათი გამოეცალა.  შორიახლოს მოთამაშე ბავშვები დაინახა, გადაწყვიტა მათთვის ეთხოვა დახმარება და სანაცვლოდ მპოვნელს დაასაჩუქრებდა.
ამის გაგონებაზე ბიჭები შეცვივდნენ საბძელში, გადაქექეს მთელი თივა თავიდან ბოლომდე, მაგრამ საათი ვერ იპოვეს. იმ დროს როცა ფერმერს იმედი გადაეწურა და გადაწყვიტა ძებნის შეწყვეტა, მასთან მივიდა პატარა ბიჭი და თხოვა მიეცა მისთვის კიდევ ერთი შანსი. ფერმერმა შეხედა ბიჭუნას, გაიფიქრა, რატომაც არა, მითუმეტეს, რომ ბავშვი საკმაოდ გულწრფელი იყო. ფერმერმა შეუშვა ბავშვი საბძელში.  
როგორი იყო ფერმერის გაოცება, როდესაც რამოდენიმე ხანში ბავშვი საბძელიდან საათით ხელში გამოვიდა, გახარებულმა ცნობისმოყვარედ ჰკითხა, როგორ შეძლო იმის გაკეთება, რაშიც სხვებმა მარცხი განიცადეს.  ბიჭუნამ უპასუხა: "მე არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ იატაკზე ვიჯექი და ვუსმენდი. სიჩუმეში გავიგონე საათის წიკწიკი, მივყევი ხმას და ისიც ვიპოვე". 

მორალი: წყნარ, გულმშვიდ გონებას შეუძლია იაზროვნოს უკეთ, ვიდრე აღგზნებულს და აღელვებულს. 


FABERLIC ბიზნეს აკადემიაში