2/06/2018

ცნობილი ფრანგი პარფიუმერი - ანტუან ლი ქმნის წყვილ არომატებს FABERLIC-თვის

ა ნ ტ უ ა ნ   ლ ი - პარფიუმერიის ნამდვილი მხატვარია, რომელიც ქმნის არომატებს ცნობილის ბრენდებისათვის, ასევე სელექტიური პარფიუმერია ყველასათვის.ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა მგრძნობიარე ყნოსვა ყველანაირ სუნებზე და ამჟღავნებდა ქიმიის მიმართ დიდ ინტერესს. შეიძლება ითქვას, რომ მისი ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. უფრო მნიშვნელოვან ასაკში მან მყარად გადაწყვიტა პარფიუმერი გამხდარიყო, მაგრა, ცხოვრება ფეხს უდებდა.


1986 წელს ანტუან ლიმ ვერ ჩააბარა მისაღები გამოცდები  ISIPCA საერთაიშორისო უნივერსიტეტში, მაგრამ არ დანებდა და მაინც მიიწევდა ოცნებისკენ. 2 წლის შემდეგ ჩარიცხეს Roure პარფიუმერულ სკოლაში, სადაც ის მომენტალურად აღიარეს ნამდვილ ტალანტად. მას შემდეგ მისი კარიერა სწრაფად მიიწევდა წინ. 





1991 წელს ანტუანი გახდა ცნობილი ჟან გიშარის -  Givaudan Perfumery School არტ დირექტორის ასისტენტი. შემდეგ იყო წლები აშშ-ში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ამი შემდეგ კი მთავარი პარფიუმერის თანამდებობა Givaudan-ში. 2011 წელს ლი შეუერთდა Takasago-ს პარფიუმერების გუნდს.





ანტუან ლიმ შექმნა ისეთი არომატები, რომელსაც იცნობს და უყვარს ყველას, ასევე უნიკალური შედევრები, ცნობილი მხოლოდ ნამდვილი პარფიუმომანებისათვის. ბრენდული შედევრები  Burberry Brit Gold, Gucci Rush, Black Code Armani, Paul Smith London და Davidoff Adventure ეკუთვნის სწორედ მის შემოქმედებას. ასევე აღსანიშნავია მისი საუკეთესო სელექტიური არომატები - გახმაურებული  8 88 და Pharrell Williams Girl Comme Des Garsons-თვის, ნაზი Do washi და We XX Latex Uermi-თვის. ყოველი არომატი ასახავს პარფიუმერის რაობას, ხსნის მის პიროვნებას ახალი მხრიდან. 


   

ალბათ უკვე იცით, რომ კომპანია FABERLIC-თვის სუნამოებს ქმნიან სწორედ რომ ცნობილი ფრანგი პარფიუმერები. ანტუან ლიც ერთ-ერთი მათგანია. მან ჩვენთვის შექმნა ახალი წყვილი არომატები - ქალისა და მამაკაცისათვის Urban Legend. მოგეხსენებათ წყვილი არომატები პარფიუმერიაში ახალი მოდური მიმართულებაა, როდესაც წყვილი ერთად ყოფნისას ამ არომატებით ქმნიან განსაკუთრებულ კომპოზიციას. 



ახალი წყვილი კომპოზიციები Faberlic-სგან ქალაქს საკუთარ ტემპს კარნახობენ. ტუალეტის წყალი მამაკაცებისთვის Urban Legend (3223) ამხნევებს ციტრუსის დინამიური ნოტებით და ამავდროულად ამშვიდებს წვნიანი ვაშლის და დარიჩინის აკორდებით. შლეიფში - კეთილშობილი კედარი და ნატურალური კანის ამაღელვებელი ელფერია. პარფიუმერული წყალი ქალებისთვის Urban Legend (3035) ჟასმინის და გარდენიის სიმკაცრის უკან ნიღბავს ფორთოხლის და ჟოლოს ხასხასა და ქალურ დუეტს. ფაჩული, ვანილი და გარდენია ხილ-ყვავილოვან არომატს ელეგანტურობას და მგრძნობიარე ელფერს სძენს.